არჩილ თალაკვაძე: “ნაცმოძრაობა” ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნებში წაგება გადაფაროს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობა” ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნებში წაგება გადაფაროს. მისივე თქმით, მთაწმინდაზე მეორე ტურში გამოჩნდება, რამდენად კარგია, როდესაც დამარცხებული პარტიის ლიდერი მხარდაჭერას მოქმედ კანდიდატს უცხადებს.
„იმის ნაცვლად, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების შედეგები აღიაროს, ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დამარცხება გადაფაროს. მეტიც, უფრო უარესსაც აკეთებს და იმ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების კამპანიაში ერთვება, რომლებიც ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ამით ბედნიერები არ უნდა იყვნენ. რამდენად მნიშვნელოვანი და კარგია, როდესაც დამარცხებული პარტიის ლიდერი მეორე დღეს მხარდაჭერას მოქმედ კანდიდატს უცხადებს – ამას მთაწმინდაზე მეორე ტურის შედეგები დაგვანახებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები