ანრი ოხანაშვილი IRZ-ის პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროექტების (IRZ) ხელმძღვანელს, ფრანც ფუპფელდს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ანრი ოხანაშვილის თქმით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს.
„მათი მხარდაჭერით რამდენიმე პროექტზე გერმანელი პროფესორების მხრიდან სამართლებრივი დასკვნები შედგა. ასევე, ფონდი იყო კომიტეტის მხარდამჭერი რამდენიმე სხვადასხვა კანონთან დაკავშირებით და ისინი მზად არიან სამართლებრივი ექსპერტიზა აღმოგვიჩინონ ამ პროექტებთან დაკავშირებით”,- აღნიშნა ოხანაშვილმა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდი (IRZ) კომიტეტს გერმანული ლიტერატურით მოამარაგებს, რომელიც გერმანულენოვან თანამშრომლებს დაეხმარება კანონპროექტების დამუშავების დროს გამოიყენონ სამეცნიერო პრაქტიკული ლიტერატურა, რათა მათ მიერ შედგენილი დასკვნები იყოს უფრო მეტად შინაარსობრივი და უფრო მეტად არგუმენტირებული.
„შეხვედრაზე ასევე გამოითქვა მზაობა, რომ შესაძლებელია ჩვენ გვქონდეს წვდომა ელექტრონულ ჟურნალებთან, სადაც ასევე შეგვიძლია სხავადსხვა სახის სამეცნიერო სტატიის თუ ნაშრომის მოძიება ისევ და ისევ იმისთვის, რომ კომიტეტის დასკვნა იყოს ძალიან არგუმენტიერებული შინაარსობრივი და სწორ სამართლებრივ დასკვნებზე დაფუძნებული”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ანრი ოხანაშვილის შეფასებით, შეხვედრა იყო საინტერესო, რის შედეგადაც ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები