“მკვლევარს ემოციურად მოსწონს, ეტყობა, სააკაშვილი და არ უნდა, დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა”

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Chatham House-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს  „რ2-ის“ მორიგი “ფეიქია” საქართველოზე.

„რუსთავის 2-ის“ მორიგი ფეიქი საქართველოზე, „უმძიმეს დასკვნაზე“. სინამდვილეში, „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარ ვინმე კრისტინა გერასიმოვას კვლევა ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – უკრაინასა და მოლდოვასაც.

მკვლევარს აშკარად უჭირს ფართოდ დახუჭული თვალების ფართოდ გახელა. ემოციურად მოსწონს, ეტყობა, სააკაშვილი და არ უნდა, დაინახოს ის, რაც მისი მმართველობისას საქართველოში ხდებოდა და რასაც Chatham House, წესით, უნდა აკრიტიკებდეს.
მოკლედ, არაფერი ახალი ამ კვლევაში არ არის და ყველამ, ვინც მეტ-ნაკლებად ერკვევა საკითხში, იცის, რომ ამ სამ ქვეყანაში რიგი მიზეზების გამო ვერ იქნება ამ ეტაპზე კონსოლიდირებული დასავლური დემოკრატია და თუკი ვინმემ შეაფერხა ეს პროცესი ჩვენთან, სწორედ სააკაშვილმა. ამისთვის საკმარისია, ნახოთ ჩვენი დემოკრატიის ინდექსები 2004-2012 წლებში“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუქპოსტში”.
„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის სამეფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა – „ჩეთემ ჰაუსმა“ მწვავე ანგარიში დადო, სადაც აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობის დროს საქართველოში ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია. ასევე, აღნიშნავს, რომ მასობრივად იყენებენ ტროლებს მედიაში ყალბი და ცრუ ამბების გასავრცელებლად და საწინააღმდეგო აზრთან საბრძოლველად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები