კახა კალაძე: ლადო კახაძე არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს

„ქართული ოცნების“ კანდიდატი,ლადო კახაძე მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს”, – ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი – კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების განცხადებას.
მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები სამარცხვინოა.
„ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს. ლადო კახაძე მეორე ტურში გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, აქტივობა იყო დაბალი, დაახლოებით, 15 ათასი ამომრჩეველი იყო მოსული. თუ ლადო კახაძე ასეთი უპრინციპოა და მთაწმინდელების მხარდაჭერა არ აქვს, მაშინ 41 პროცენტი საიდან აიღო და რატომ არის პირველ ადგილზე. ლადო კახაძე დაიცავს მთაწმინდელების ინტერესებს პარლამენტში და ჩვენი მხრიდან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. ჩვენ შევძლებთ, ერთად გავაკეთოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მთაწმინდასა და მთაწმინდელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისში, მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების მეორე ტური ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები