ბრიტანეთი გარე საფრთხეებთან საბრძოლველად კიბერცენტრს ქმნის

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყო კიბერცენტრის შესაქმნელად, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება გარე საფრთხეებისგან დაცვა ქვეყნის ციფრული კომუნიკაციების საშუალებით. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Sky News-ი თავდაცვის მინისტრზე, პენი მორდონტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ეს ობიექტი, ასევე, საზღვარგარეთ მიმდინარე ოპერაციებისა და ჰუმანიტარული მისიების მხარდამჭერი იქნება. “დროა, სიტყვებიდან ქმედებებზე გადავიდეთ”, – განაცხადა მინისტრმა.
“კიბერთავდასხმებმა შესაძლოა, ჩვენი ნაციონალური ინფრასტრუქტურა დაანგრიოს და საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ ინსტიტუტს. ჩვენი მტრები მიიჩნევენ, რომ შეუძლიათ, უკანონოდ იმოქმედონ. ჩვენ საწინააღმდეგოში უნდა დავარწმუნოთ”, – განაცხადა მორდონტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები