გოგა ხაინდრავა: როგორ მოხდა, რომ საქართველოში სამი სხვადასხვა კვლევა რუსების ჩატარებულია?

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველოში კვლევების ძალიან ცოტას სჯერა, რადგან ეს არის მანიპულირების საგანი იმ დაწესებულებებში, “რომელთანაც პრესას არანაირი კავშირი არა აქვს, მაგალითად რუსთავი2-ს”. ამის შესახებ ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე NDI-ის ბოლო კვლევის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კვლევებს ხშირად არჩევნებში მიღებულ შედეგთან კავშირი არ აქვს, “იმიტომ რომ სრულიად საწინააღმდეგო შედეგია”.
“იმ შედეგით, რომელიც დადგა შუალედურ არჩევნებზე 60%-იანი მხარდაჭერა აქვს “ქართულ ოცნებას”. მარტო ზუგდიდში არ ჩატარებულა ეს არჩევნები. არჩევნები ჩატარდა ძალიან ბევრ რაიონში, დაახლოებით 400 000-450 000 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში. მაშინ როცა კვლევებში 1600-1800 ადამიანი ღებულობს მონაწილეობას. ამიტომაც რამდენად უფრო სანდოა არჩევნების შედეგი წარმოგიდგენიათ ხომ. მიუხედავად ამისა მიზანმიმართულად ხდება ასე ვთქვათ გონების არევა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში, მადლობა ღმერთს ეს გონებას ვერ ურევს ვერც ქართველ ამომრჩეველს და ვერც ქართულ საზოგადოებას.
ამას დაემატა ის, რომ “ჩეთემ ჰაუსის” კვლევა დადო კაპიტანმა გიგაურმა, ამის უკან დგას ქალბატონი გერასიმოვა, რაშია საქმე? შკლაროვი, შუგინი, გერასიმოვა, სულ რუსული ნარატივი რატომ არის? არა ერთხელ მითქვამს, მაგრამ ამას ყურადღებას „ქართლ ოცნებაში“ არ აქცევენ, ეს არის პირდაპირი ექსპანსია საქართველოს წინააღმდეგ. სამი სხვადასხვა კვლევა სულ რუსების გაკეთებული რომ არის და ამის საფუძველზე რომ ხდება პრაქტიკულად გაშმაგებული შეტევა საქართველოს წინააღმდეგ იმ ინსტიტუტების მიერ, ვინც თავის თავს მაუწყებლობას ეძახის, მაგრამ რამდენადაა „რუსთავი 2“ მაუწყებლობა, ეგ მეორე საკითხია. პირველ რიგში თქვენ უნდა გააკეთოთ ამის ანალიზი, რომ საზოგადოებასაც ჰქონდეს შესაძლებლობა ყველაფერი სწორად გაიგოს”,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები