გოგა ხაინდრავა: როგორ შეიძლება, გამოკითხულთა 30% სალომე ზურაბიშვილით იყოს უკმაყოფილო

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ NDI-ის ბოლო კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ შეუძლებელია, გამოკითხულთა 30% პრეზიდეტით იყოს უკმაყოფილო, როდესაც მან ბოლო თვეების განმავლობაში სხადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ვიზიტები განახორციელა.
მისი შეფასებით, NDI-ის კვლევა “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივია  “იმიტომ, რომ NDI-ის კვლევების საველე სამუშაოებს “ნაციონალური მოძრაობის” ბირთვი ასრულებს და აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ის ციფრები “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში იწერება”.
“ადრე თუ ქალბატონმა ლორა თორნტონმა ეს არ იცოდა, იმის მერე ძალიან ბევრი დრო გავიდა. არაერთხელ იყო მოწოდება, რომ ნუ ენდობით ამ კვლევით ორგანიზაციას  იმიტომ, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“, პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართულ საზოგადოებაში მიზანმიმართულად  ხდება გარკვეული განხეთქილების შეტანის მცდელობა.

ძალიან მაინტერესებს, ერთი ადამიანი მიპოვეთ, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ დღემდე რაც გააკეთა ამ თვეების განმავლობაში ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის პოსტზე, ვიზიტები, რომლებიც მან განახორციელა – ძალიან მნიშვნელოვანი, შეხვედრები – საფრანგეთში, გერმანიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანია სადმე ერთ ნაბიჯი მაინც, რომელმაც შეიძლება რაიმე სახის ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვიოს მისი პერსონისადმი.
წარსულში რაღაცებში შეიძლება, ვიღაცას მოსწონს,  თავი როგორ უჭირავს პრესასთან, ეს სხვა თემაა, მაგრამ აი ამ თვეების განმავლობაში, იმ ნაბიჯებთან მიმართებით, რაც გადადგა, როგორ შეიძლება, რომ 30% გამოკითხულების იყოს უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილით”,- განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები