ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ევროპარლამენტის არჩევნები იწყება

დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში დღეს ევროპარლამენტის არჩევნები იწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გარდა ამისა, პარასკევს ხმის მიცემას ირლანდიისა და ჩეხეთის მაცხოვრებლები შეძლებენ, ხოლო 25 მაისს – ლატვიაში, მალტასა და სლოვაკეთში. ევროკავშირის წევრ დანარჩენ ქვეყნებში არჩევნები კვირას ჩატარდება.
ევროპულ არჩევნებში მონაწილეობას 2019 წელს 28 ქვეყნის მოქალაქეები მიიღებენ, მათ შორის – ბრიტანეთი, რომელმაც, ჯერჯერობით, ვერ მოაგვარა ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამომრჩეველთა რიცხვი 426 მილიონს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები