მაია ცქიტიშვილი: სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა

“მთავარი შეთანხმება, რაც სამივე მხარეს შორის მიღწეულია, ის არის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლავ გრძელდება კონსულტაციები ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევის თემაზე.
“სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ეს არის პოზიცია, რაზეც ვსაუბრობთ კონსორციუმსა და ბანკებთან, თუ რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენება არის შესაძლებელი კომერციული რისკების დასაზღვევად ისე, რომ სახელმწიფოს არ მოუწიოს ამ რისკების დაზღვევა. ვსაუბრობთ იმაზე, რა საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო ინსტრუმენტები ან უშუალოდ ბანკების ინსტრუმენტები არსებობს, რომ დაეხმაროს ინვესტორს ამ რისკების დაზღვევაში. ყველა ვართ პოზიტიურად განწყობილნი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები