ჭიათურის საოლქო კომისიის უახლესი მონაცემების მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე 64.82 პროცენტით, ლიდერობს. საოლქო კომისიამ უკვე 50 საარჩევნო უბნის მონაცემები შეაჯამა, დარჩენილია 8 უბანი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა ხმები პროცენტული მაჩვენებლით, შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე: 64.82 %
დამოუკიდებელი კანდიდატი ზურა კუპატაძე: 17.69 %
დამოუკიდებელი კანდიდატი ზურა ჭუმბურიძე: 15.32 %
დანარჩენი კანდიდატები: 0.17 %