“მარნეულში არჩევნები ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ჩვენი ოპონენტები Fake დარღვევებზე მუშაობდნენ”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ოპონენტებს გამიზნული ჰქონდათ დარღვევის აღმოჩენა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციებმა ძალიან კარგად იმუშავეს. ამომრჩეველმა დაინახა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი. რაც შეეხება დარღვევებს, რამდენიმე დამკვირვებელი უბნიდან გააძევეს. ძირითადი მიზეზი კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლა იყო”,- განაცხადა სესიაშვილმა.