სოფელ კოკში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერს, დავით ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საარჩევნო უბნიდან, რომელიც დავით ნარმანიას ყოფილ სკოლაშია განთავსებული, გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრი გამოაძევეს. ფაქტი სანდრა რულოვსმა გააპროტესტა. მან ნარმანიას უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, 7 წლის განმავლობაში, არაფერი გაუკეთებია და ამისთვის მოსახლეობა პასუხს არჩევნებზე გასცემს.
„მარტო ნეგატივზე გაქვთ მთელი კამპანია აგებული, არაფერი არ გაკეთდა 7 წელიწადში და ამიტომ მიიღებთ შედეგს, რაც საღამოს იქნება, კოკშიც და ყველგან”, – განაცხდა სანდრა რულოვსმა.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კრიტიკას დავით ნარმანიამ უპასუხა.
დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამასთან, 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.