ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს ჩატარდება – პოროშენკომ ნებართვას ხელი მოაწერა
უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩასატარებელი ღონისძიების უზრუნველყოფის ბრძანებას მოაწერა ხელი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პეტრო პოროშენკომ საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის ბრძანება გასცა, რომელმაც ორი დღის ვადაში უნდა დაადგინოს ინაუგურაციის გეგმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება უცხოური დელეგაციების მოწვევა, ხოლო შს სამინისტროს – უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.
ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს ჩატარდება. თავად ზელენსკის მისი ჩატარება ერთი დღით ადრე, 19 მაისს სურდა.