ავღანეთში, ნატო-ს მშვიდობიანი ძალების დარტყმის შედეგად, 8 პოლიციელი დაიღუპა

ავღანეთში, ჰილმედის პროვინციაში, ნატო-ს მშვიდობიანი ძალების დარტყმის შედეგად, სულ მცირე 8 პოლიციელი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tolo News-ი ავღანეთის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ავიადარტყმა ნატო-ს ძალების მიერ ავღანური მხარის თხოვნით “თალიბებთან” ბრძოლაში დასახმარებლად განხორციელდა. უშუალოდ ბრძოლაში 11 სამართალდამცავი დაიჭრა. ასევე ცნობილია, რომ “თალიბებმაც” დაკარგეს მებრძოლები, მაგრამ მათი კონკრეტული რიცხვი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები