აშშ-ში ავიაგამანადგურებელი F-16 შენობას შეეჯახა (ფოტო)

ამერიკაში ლოს ანჯელესში, საჰაერო ძალების გამანადგურებელმა – F-16-მა კატასტროფა განიცადა, ის შენობას შეეჯახა. მომხდარის შესახებ ტელეარხი ABC იუწყება.
მათი ცნობით, თვითმფრინავი არასაცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა, რომელიც ავიაბაზასთან ახლოს მდებარეობს. კატასტროფის შემდეგ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის დროს თვითმფრინავი ავიაბაზა მარჩ ეირში ბრუნდებოდა. მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები