დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზუგდიდის სამმართველოში მელორ მიქავას ჰკითხავენ

14 მაისს დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მელორ მიქავა იმყოფება.

დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი – გელა კვარაცხელია.
ცნობისთვის, ზუგდიდში, 14 მაისს დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობდა.

სამმართველოში ასევე ამოცნობაზე დაზარალებული ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე იმყოფება.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 126-ე, ძალდობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები