შანხაიში შენობა ჩამოინგრა – ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ (ფოტო)

შანხაიში ქარხნის სახურავი ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან 17 ადამიანი გამოიყვანეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე კვლავ მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი “პენპეი” ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში ჩამოინგრა ქარხნის სახურავი, რომელზეც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. შედეგად, ნანგრევების ქვეშ მუშები აღმოჩნდნენ. ამ დროისთვის, ასევე, უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება ნანგრევების ქვეშ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები