ნიკოლას მადურო: ტრამპის მთავრობამ საერთაშორისო სამართალი დაარღვია

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა ვალდებულია, დაიცვას ვაშინგტონში ვენესუელის საელჩოს ხელშეუხებლობა და რომ დონალდ ტრამპმა პირადად უნდა აგოს პასუხი საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის. მადურო ვაშინგტონს სამართლისა და მორალის დარღვევაში ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც პოლიციელები ცდილობდნენ, გამოეგდოთ ამერიკაში საელჩოდან მისი მომხრეები.

აქტივისტები უკვე დიდიხანია, იცავენ ვენესუელის საელჩოს შენობას უკანონო შეღწევებისგან.

​”დონალდ ტრამპის მთავრობა საერთაშორისო სამართალს არღვევს! ამერიკელებს არ აქვთ უფლება, შეაღწიონ ვენესუელის საელჩოს ტერიტორიაზე ვაშინგტონში! ეს ძალიან სერიოზული დარღვევაა როგორც სამართლებრივი, ისე – მორალური კუთხითაც. ბატონმა ტრამპმა პირადად უნდა აგოს პასუხი ამაზე”,- განაცხადა ნიკოლას მადურომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები