შვილმა მამა მოკლა – დანაშაული გახსნილია

   წუხელ გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შვილმა მამა მოკლა. ამის შესახე „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს. ბრალდებულმა მამას ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში, რამაც სიკვდილი გამოიწვია. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მამის მკვლელობაში ბრალდებული, 41 წლის ალექსანდრე ა. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები