პესკოვი: რუსეთი არ ყოფილა უკრაინასთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი

“რუსეთი არასდროს ყოფილა უკრაინასთან ორმხრივი ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი ან მომხრე”, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ვლადიმერ პუტინისა და მაიკ პომპეოს შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.
კერძოდ, პესკოვმა ჟურნალისტების კითხვას, მართლა მოუწოდა თუ არა პომპეომ რუსეთს, დახმარების ხელი გაუწოდოს უკრაინის ახალი მთავრობას, უპასუხა – “ბატონ პომპეოს არ მოუწოდებია პრეზიდენტ პუტინისთვის არაფერი; შესაძლოა, რაიმე უთხრა, მაგრამ უკრაინის საკითხი გუშინდელ შეხვედრაზე აქტუალური არ იყო”.
მან, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს დაუნგრევია უკრაინასთან ურთიერთობები.
“რუსეთი არასდროს ყოფილა მომხრე ან ინიციატორი, დაენგრია ორმხრივ ურთიერთობები. პირიქით, ჩვენი პრეზიდენტი ყოველთვის საუბრობს ორი ქვეყნის ხალხთა შორის ურთიერთობის განსაკუთრებული ხასიათის შენარჩუნების შესახებ. მისი ეს მიდგომა კარგადაა ცნობილი”, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები