2018 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილ 32 პირს 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდა

2018 წელს გამოვლენილი იქნა მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 24 ფაქტი და დაზარალებულად იქნა ცნობილი 32 პირი, რომელთაც, საქართველოს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ, დაახლოებით, 2 047 984 ლარის ღირებულების ქონება – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოს პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 14 მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით, მათ შორის 6 მსჯავრდებული ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს.
“აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი მსჯავრდებულები იყვნენ. ამავე პერიოდში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი 40 პირის მიმართ, რომელთაგანაც 12 ატარებდა პოლიტპატიმრის, 1 კი – პოლიტდევნილის სტატუსს”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები