ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატი: ბრალის გაცნობის შემდეგ, დაცვის პოზიციას გაგაცნობთ – თავადაც გააკეთებს განცხადებას

დაკავებულ ბიზნესმენს, გიორგი რამიშვილს, იგივე “ზარალას”, ადვოკატი ირმა ჭკადუა უკვე შეხვდა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე საკუთარ პოზიციაზე ბრალის გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

“დიახ, შევხვდი. ბრალის გაცნობის შემდეგ დაცვის პოზიციას გაგაცნობთ აუცილებლად. გარდა ამისა, თავადაც გააკეთებს განცხადებას,” – აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის,
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ. სამართალდამცველებმა, მიმდინარე წლის 6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, გ.რ.-ს ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს. დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები