ადვოკატი – ალექსი ახვლედიანზე: კამერები აქვს ამოღებული გამოძიებას, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს; იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში

“არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა იმიტომ, რომ თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული”, – ალექსი ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაური აცხადებს, რითაც ეხმაურება ინფორმაციას, ახვლედიანმა „იარაღი დაუდევრად დატოვა“.

მისი თქმით, ახვლედიანი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

„ჩვენი პოზიცია ასეთია, ვინაიდან, იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში, ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით, ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ, შემინულია და  მისი კარი იკეტება.

ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში და ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება და თქვენი თვალით ნახავთ. კამერები აქვს ამოღებული გამოძიებას, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს -;ის, რასაც თქვენ გიყვებით. იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომელსაც ატარებდა თან და არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს ახლა სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში.

არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა იმიტომ, რომ თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ამას ნახავთ კამერებში. შეიძლება, იქ მანამდე იყვნენ სტუმრები, ეს მე არ ვიცი“,- აღნიშნავს ლალი აფციაური.

ცნობისთვის, შსს-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები