დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მოწოდებული იარაღი ბავშვების მკვლელობისთვის გამოიყენება – ზახაროვა

კიევის მთავრობას იარაღით ამარაგებენ ისინი, ვინც მათ ბავშვების მკვლელობისთვის იყენებენ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„მიეცით საშუალება მათ, ვინც კიევის მთავრობას იარაღით ამარაგებს, იცოდნენ, თუ რისთვის გამოიყენება ის – ბავშვების მოსაკლავად“, – დაწერა მან Telegram-ზე.

ამის შესახებ ზახაროვამ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშაბათს საღამოს, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ კურსკის საქალაქო პლაჟზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები