საგამოძიებო სამსახურმა ივნისში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის ივნისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალი ექვს პირს წარედგინა, რომელთაგან სამი დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას, საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზემოაღნიშნული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 46 501 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 227 000 ლარს აღემატება.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.