საფრანგეთის დაზვერვა – ირანის ბირთვული პროგრამა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვით გადაიდო

საფრანგეთის დაზვერვის ხელმძღვანელის, ნიკოლა ლერნერის თქმით, გასულ თვეში ამერიკისა და ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ირანის ბირთვული პროგრამა რამდენიმე თვით გადაიდო,- ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

მათივე ცნობით, დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამის რამდენიმე ელემენტი დააზიანა.

„ჩვენი დღევანდელი შეფასებით, თითოეულ ამ ეტაპს ძალიან სერიოზული გავლენა აქვს, ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა. ბირთვული პროგრამა უკიდურესად შეფერხდა, ალბათ, მრავალი თვით“, – დასძინა მან.

ლერნერმა ასევე განუცხადა არხს, რომ ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის მცირე ნაწილი განადგურდა, დანარჩენი კი ხელისუფლების ხელში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები