დონალდ ტრამპის კორტეჟი ავარიაში მოყვა (ფოტო)

სამი პოლიციელი, რომელიც თან ახლდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორტეჟს, შტატ ლუიზიანაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ის ჟურნალისტი, ჯენიფერ ჯეკობსო Twitter-ში ავრცელებს. ის ინციდენტის დროს ტრამპთან ერთად გადაადგილდებოდა.
“ოფიცერი-უფლებადამცველი, რომელიც ჩვენ მოტოციკლეტთან ავარიის შემდეგ დავინახეთ, ამ დროისთვის საოპერაციოში იმყოფება ხელის მძიმე დაზიანებით, მან, ასევე, დაკარგა კბილები”, – წერს ჟურნალისტი ერთ-ერთ პოლიციელზე დაყრდნობით.
ლიმუზინი, რომელშიც ტრამპი იმყოფებოდა, არ დაზიანებულა. კოლეგების დასახმარებლად სხვა პოლიციელები გაჩერდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი ისევ დაუბრუნდნენ კორტეჟს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები