ქარიშხალმა მიანმაში ასობით სახლი დააზიანა

მიანმას ჩრდილოეთით, ქარიშხლისა და ტროპიკული წვიმის შედეგად, 800-მდე სახლი დაინგრა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ორი დასახლება, რომელიც უამინდობის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, არის პალე და კანი. კანი ყველაზე მეტად დაზარალდა, დანგრეულია 780 საცხოვრებელი სახლი”, – ნათქვამია საგანგებო მდგომარეობის მართვის დეპარტამენტის განცხადებაში.
მათი ცნობით, კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო მდინარე ჩინდვინში სატვირთო გემი ჩაიძირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები