გენადი არველაძე: გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც საჭიროა ეკონომიკის განვითარებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ზესტაფონში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო მიმდინარე პროექტები და რეფორმები, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის ხორციელდება.
“ძალიან მნისვნელოვანია, რომ აღნიშნულ შეხვედრას ესწრება ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის განვითარებაში და აკეთებენ კეთილ საქმეს – ასაქმებენ ჩვენს მოსახლეობას. ავითარებენ ქვეყანას.
ბიზნეს სექტორს გავაცანით პრიორიტეტები ეკონომიკის მიმართულებით, რასაც ვაკეთებთ, ასევე ის შედეგები, რომლებსაც მივაღწიეთ სახელმწიფო დახმარების პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველო“ , „იაფი აგრო-კრედიტი“ . ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი მეწარმე ჩერთვება ამ პროგრამებში, რათა მეტი ადამიანი დასაქმდეს და უფრო მეტი წარმოება შეიქმნას, მათ შორის გადამამუშავებელი, სოფლის მეურნეობის , ასევე ინდუსტრიულ ნაწილში. ჩვენ გავაცანით შედეგები , თუ რა შედეგები მიიღო ამ 4 წლის განმავლობაში აღნიშნულმა პროგრამებმა და მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტები, რომლებსაც ჩვენ ვგეგმავთ მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით. საუბარი შეეხებოდა გრანტების კომპონენტს, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეობის სულისკვეთების და მცირე მეწარმეობის განვითარებას რეგიონებში. ასევე, მივაწოდეთ რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებაზე, თუ რა სახელმწიფო პროგრამები გვაქვს , პრივატიზებისთვის რა კონკრეტული მიწები არსებობს, იმისთვის, რომ გავავითაროთ ტურიზმის ინფრასტრუქტურა რეგიონებში. ვისაუბრეთ ტრენინგ კურსებზეც , რომელიც ხელს უწყობს ექსპორტიორებისა და მენეჯერების კუთხით განვითარებას. საერთაშორისო ბაზარზე, რაც უფრო მეტი პროდუქტი და მეწარმე გავა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამისთვის “აწარმოე საქართველოში” კონკრეტულ პროგრამებს ახორციელებს.
გარდა ამისა, მოვისმინეთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც აწუხებს ბიზნესს. გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც საჭიროა ეკონომიკური, განსაკუთრებით რეგიონული განვითარებისათვის”,- განაცხადა გენადი არველაძემ.
შეგახსენებთ, დღეს ზესტაფონში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძე, დეპუტატ კობა ლურსმანაშვილსა და მერობის კანდიდატ გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად, ბიზნესექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შეხვდნენ.