ირაკლი ზარქუა – ოპოზიციაზე: მათი ინტერესია პატრონების დაკვეთა შეასრულონ, ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, რევოლუცია მოახდინონ და დასვან აქ აგენტურა, აგენტურას მარტივად მოსთხოვენ მეორე ფრონტი გახსნან

მათი ინტერესია პატრონების დაკვეთა შეასრულონ. ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, რევოლუცია მოახდინონ და დასვან აქ აგენტურა. აგენტურას მარტივად მოსთხოვენ მეორე ფრონტი გახსნან,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას საქართველოს მომავალი საერთოდ არ აინტერესებს.

„საერთოდ არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი. მათი ინტერესია პატრონების დაკვეთა შეასრულონ. რა არის ეს, რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, არეულობაში, შემდეგ რევოლუცია მოახდინონ და შემდეგ დასვან აქ აგენტურა. აგენტურას მერე უკვე მარტივად მოსთხოვ, რომ მეორე ფრონტი გახსნას და ლგბტ პროპაგანდას უფრო ფართო შესაძლებლობები მისცეს. მოხდა ლუსტრაცია და მთელმა საქართველომ გაიგო,  ამათი ინტერესები არის ის რომ საქართველო ჩამოაცილონ ევროინტეგრაციას, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის კერი შექმნას საქართველოში, იმისთვის, რომ მათმა პატრონებმა აგენტურა დასვან აქ როგორც 2003 წელს. ამას გახსოვთ, რაც მოჰყვა ჩვენი ეროვნული ინტერესების შებღალვა, შემდეგ რუსებისთვის გადაცემა სტრატეგიული ობიექტების, ომი და ევროინტეგრაციის რეალურად შეფერხება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები