პუტინმა ასლან ბჟანია მოსკოვში მიიწვია
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას მოსკოვში იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. ლიდერის პრესსამსახურმა სოხუმში რუსეთის ელჩის, მიხეილ შურგალინის მიერ ბჟანიას გაგზავნილი დოკუმენტი გამოაქვეყნა.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამავალა, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც 2025 წლის 9 მაისს გაიმართება, მოწვევის ტექსტი გადმოგცეთ“, – ნათქვამია დოკუმენტში.