„მინდა გითხრათ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არასოდეს ჰქონია პრობლემა საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის და ჩვენი ყველა მასალა, ბრიფინგი თუ სხვა ინფორმაცია მათ ეგზავნებათ ოპერატიულად”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ “დღის ქრონიკაში” განაცხადა.
“ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება იმ სტანდარტთან მიმართებით, რასაც ჰქვია საარჩევნო მოხელის დამოუკიდებლობის სტანდარტი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი საერთაშორისო გამოცდილებით და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესოა მივიღოთ ერთგვარი გამოხმაურება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ხედვა ამ საკითხთან მიმართებით”, – განმარტა შარაბიძემ.