სახალხო დამცველი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა

სახალხო დამცველი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებმა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე.

„პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებმა CPT-ის დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდეს პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და პენიტენციურ სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები