დავით კეზერაშვილი რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს და ძებნილთა სიაში შეიყვანეს

რუსმა სამართალდაცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს, რომელსაც დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი ფართომასშტაბიანი თაღლითობისთვის. როგორც სამართალდამცავმა უწყებებმა TASS-ს განუმარტეს, მოსკოვის სასამართლომ ის დაუსწრებლად დააკავა.

„კეზერაშვილი დავითი შეყვანილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა ბაზაში, ის საერთაშორისო ძებნილია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით (თაღლითობა განსაკუთრებით დიდი მასშტაბით). გარდა ამისა, მოსკოვის სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეარჩია“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.

2016 წელს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ ბრალდებულის სტატუსით რჩება ცხინვალის 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელზედაც რუსეთის ფედერაციაში გამოძიება მიმდინარეობს. კერძოდ, რუსული მხარის მტკიცებით, კეზერაშვილს რუსეთში ბრალი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში ჩადენილი „ომის დანაშაულების საქმეზე წაუყენეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები