მხატვარ დავით (დუდა) გაბაშვილის დაბადებიდან 110 წელი გავიდა
დღეს დავით (დუდა) გაბაშვილის დაბადებიდან 110 წელი გავიდა. ინფორმაციას ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ავრცელებს.
ფერმწერის, გრაფიკოსისა და მოქანდაკის – დავით გაბაშვილის შემოქმედებითი გზა რთული და მეტად საინტერესოა. ის იყო ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართული წიგნის გრაფიკის განვითარებას.
რთული ეპოქის მიუხედავად, მისი შემოქმედების მახასიათებლებია:
დარგობრივი და ჟანრული მრავალფეროვნება, ქართული მოდერნისტული ხელოვნების ტრადიციები და მკაფიო ინდივიდუალიზმი.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში მხატვრის მინიმალისტური აბსტრაქციებია წარმოდგენილი.