ზელენსკი – ოდესაზე განხორციელებულ შეტევაზე: ესაა სადემონსტრაციო იერიშები, რუსეთი გვიჩვენებს, რომ ერთადერთი, რაც აინტერესებს, ომია

ეს შემთხვევითი შეტევა არ არის – ესაა სადემონსტრაციო იერიშები, რუსეთი გვიჩვენებს, რომ რეალურად, ერთადერთი, რაც აინტერესებს, ომია“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ იერიშს.

ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 10 ადამიანი, 43 კი დაშავდა.

„რუსმა ტერორისტებმა ოდესის საცხოვრებელ რაიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. დაზიანდა მრავალბინიანი სახლი, უნივერსიტეტი და ადმინისტრაციული შენობა. ეს შემთხვევითი იერიშები არ არის – ესაა სადემონსტრაციო იერიშები – რუსეთი გვიჩვენებს, რომ რეალურად, ერთადერთი, რაც აინტერესებს, ომია და ეს გზავნილი უნდა ისმოდეს მსოფლიოს ყველა კუთხეში – დარბაზიდან, სადაც G20-ის წევრები იკრიბებიან – მსოფლიოს ყველა დედაქალაქამდე“, – წერს ზელენსკი.

ოდესის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დაღუპულთა შორის 7 პოლიციელი, 1 მედიკოსი და ორი ადგილობრივი მცხოვრებია. დაშავებულებს შორის კი ოთხი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები