გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასიათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონ შვიდასიათასი, რიგები უბნებზე კი – მოჩვენებითი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა.
აი, ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი მოკლედ… ყველანი კარვებში!!!
მოთხოვნას რაც შეეხება – სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო“, – წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობა უნდა შენარჩუნდეს.