ზარქუა – ოპოზიციის აქციებზე: გაგიჟდნენ, არ არიან კარგად
”გაგიჟდნენ. არ არიან კარგად. დღეს რაც გააჟღერა ბატონმა ხაზარაძემ, მანამდე რა, ტექნიკური მთავრობის შესახებ არ გსმენიათ მადამ მავნებლისგან?! აგონიაში არიან”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მხარდამჭერები შემოაკლდა.
“რა ქნან, არ იციან. მხარდამჭერები, ვინც ჰყავდათ, ისიც კი გამოეცალათ. გადაკეტეს ერთი ქუჩა, მეორე, მავნებლობენ, მეტი არაფერი. ზუსტად იციან, ამას ვერანაირი შედეგი ვერ მოჰყვება გარდა იმისა, რომ დედაქალაქის ინფრასტრუქტურას დაამტვრევენ. ხომ ნახეთ, ვაკეში ლამაზად გაკეთებული სკამები რომ იდგა, დაამტვრიეს და ცეცხლში შეუნთეს. როგორ შეიძლება ეს საქართველოს მოყვარულმა ქართველმა მოიწონოს?! ვის შეიძლება მოეწონოს ეს ვანდალიზმი?!
ეს არ არის შემთხვევითი. სულ რამდენიმე წლის წინ ბელადის [მიხეილ სააკაშვილის] ბიძა გახსოვთ რას უკვეთდა გუბაზს?! ალტერნატიული მთავრობა უნდა შევქმნათო და რომ გადაინაწილეს იქ შემდეგ თანამდებობები. ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს. რა, ხაზარაძემ არ იცის რომ სიგიჟეს ამბობს?! მაგრამ იძულებულია, ვალდებულია, რომ მუხტი შეინარჩუნოს. ადრე თუ გვიან, ეს რადიკალები შემოცუცქდებიან პარლამენტში და დასხდებიან როგორც პუფები. ყოველდღე შევახსენებ, რომ არიან უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები“, – აღნიშნა ზარქუამ.