დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოეტანოს – ეს ის დესტრუქციული ძალაა, რომელიც ჩუმად აგზავნის წერილებს უცხო ქვეყნებში და სამშობლოს, ხალხისა და მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის დასჯას ითხოვს
„ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოეტანოს – ეს ის დესტრუქციული ძალაა, რომელიც ჩუმად აგზავნის წერილებს უცხო ქვეყნებში და სამშობლოს, ხალხისა და მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის დასჯას ითხოვს“, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის საიდუმლოდ გაგზავნილი წერილი.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა და მათი ქმედება კუდის უკანასკნელ მოქნევას ჰგავს.
„აშშ-ში, არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ქართული რადიკალური ოპოზიციის მოქმედება კუდის უკანასკნელ მოქნევას ჰგავს. ჩვენი ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში არც 2016 და არც 2020 წლებში არ ყოფილა. [საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ მთავარი დაპირება იყო ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ანასხლეტებს პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოეტანოს და სასამართლოს მიერ აიკრძალოს ამ დესტრუქციული ძალების ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა, [რაც, აუცილებლად შესრულდება]. ეს ის დესტრუქციული ძალები არიან, რომლებიც ჩუმად, ფარულად აგზავნიან წერილებს [უცხო ქვეყნებში] და საკუთარი სამშობლოს, ხალხისა და მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლის დასჯას ითხოვენ. იმედი მაქვს, ამ ფსევდოლიბერალიზმს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც გაუმკლავდება.
რაც შეეხება იმ 100 მილიონის გადამისამართებას, რასაც გლობალური ომის პარტიის პენსიაზე გასასვლელი მარიონეტი და ლაქია ჟოზეფ ბორელი ოპოზიციას შეჰპირდა, არ ვიცი, ეს რაში შეიძლება დაეხმაროს მათ. კი ბატონო, შეიქმნება ერთი-ორი ახალი ენჯეო. ეს არცთუ ისე დიდი თანხაა, რომ სრულიად საქართველო, არარსებული საბაბით ქუჩაში გამოიყვანო და მშვიდობიანი გარემო ქაოსად აქციო. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ უფრო შეიძლება გამწვავდეს, ქართველმა ამომრჩეველმა კი ხმა იმ ხელისუფლებას მისცა, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.