გარემოს ეროვნულ სააგენტოს ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, სააგენტოს სპეციალისტები მოსწავლეებს იმ უახლეს ტექნოლოგიებზე ესაუბრნენ, რომელთა საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მზადყოფნას გამოთქვამს, დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლოს. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტებისგან თეორიული ცოდნა მიიღონ და გაეცნონ პრაქტიკულ სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები