მამუკა ბახტაძე ტექნიკურ ხარვეზზე: თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი, მოკვლევა მიმდინარეობს

„გუშინდელი ტექნიკური ხარვეზის თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს გუშინ მახათას მთაზე მომხდარ ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით განუცხადა.
„ბუნებრივია, აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები