ციკლონ “ფანის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა

ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონ “ფანის” შედეგად დაღუპულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პორტალი AFP ავრცელებს.
კერძოდ, ინდოეთში დაღუპულთა რიცხვი, რაც ადრე 41-ს შეადგენდა, ახლა 64-მდე გაიზარდა, ხოლო ბანგლადეშში 13 ადამიანია დაღუპული.
შეგახსენებთ, რომ “ფანი” ყველაზე ძლიერი ციკლონია ინდოეთში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. ხელისუფლებამ შტატ ოდიშადან 1 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები