სარაკეტო სისტემებისთვის გამოყოფილ თანხებს ამერიკა მექსიკასთან კედლის ასაშენებლად გამოიყენებს

პენტაგონმა მექსიკასთან კედლის ასაშენებლად 1.5 მილიარდი დოლარი გადარიცხა იმ თანხიდან, რომელიც განკუთვნილია თავდაცვის უწყებისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს, რომელიც პენტაგონიდან შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელ საბუთს ფლობს.
მათი ცნობით, თანხა გამოყოფილია, უშუალოდ, კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა Minuteman III-ის მოდერნიზაციის, ასევე, შორი რადიოლოკაციური დადგენისა და მართვის თვითმფრინავების დაფინანსებიდან. აღნიშნული თანხა დაიხარჯება, დაახლოებით, 130-კილომეტრიანი კედლის ასაგებად.
უწყების თანახმად, თანხების გადამისამართება არ მოახდენს ნეგატიურ გავლენას სამხედრო მომზადებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები