შრი ლანკის ხელისუფლებამ სოცქსელებზე წვდომა უსაფრთხოების მიზნით კვლავ შეზღუდა
შრი ლანკის ხელისუფლებამ, 21 აპრილს მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ქვეყანაში ძალადობის გაზრდასთან დაკავშირებით სოციალური ქსელები დროებით კვლავ დაბლოკა, მათ შორის – Facebook-ი და WhatsApp-ი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შრი ლანკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე ადამიანმა გასულ კვირას ქალაქ ჩულაუში მდებარე მეჩეთებსა და მაღაზიებს, რომლებიც მუსულმანებს ეკუთვნით, ქვები დაუშინა. აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივები Facebook-ში მომხდარ სიტყვიერ კამათს უკავშირებენ.