მაიკ პომპეომ მოსკოვში ვიზიტი გააუქმა

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოსკოვში ვიზიტი გააუქმა, თუმცა ჯერ კიდევ აპირებს შეხვედრას რუსეთის საგარეო მინისტრთან, სერგეი ლავროვთან სოჭში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დღეს პომპეო მოსკოვის ნაცვლად ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან ირანის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. სააგენტოს ინფორმაცით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკვე გამოფრინდა ვაშინგტონიდან ევროპის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ, თავდაპირველი ინფორმაციით, პომპეო მოსკოვში 13 მაისს უნდა ჩასულიყო, სადაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა, შემდეგ კი – სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები