„იუნისეფის” ინფორმაციით, ნიგერიაში 900-მდე არასრულწლოვანი გაათავისუფლეს, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდნენ

ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადაბირებული 900-მდე არასრულწლოვანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ ავრცელებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 894 ბავშვი, მათ შორის 106 გოგონა აფრიკული ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოძრაობა „სამოქალაქო სამუშაო ჯგუფს“ ჰყავდა გადაბირებული.

როგორც ცნობილია, ბავშვებს ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდნენ. ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ავიწროებს. რადიკალები ჩრდილოეთში არსებულ სოფლებს და სამხედრო ბაზებს თავს ესხმიან.

გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, 2013 წლიდან 2017 წლამდე ჩრდილოეთ ნიგერიაში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დაახლოებით 3500 ბავშვი გადაიბირეს.

2017 წელს „სამოქალაქო სამუშაო ჯგუფმა“ სამოქმედო გეგმას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც საერთო ჯამში ორი ათასამდე ბავშვის გათავისუფლება მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები