მამუკა ბახტაძე : კახეთში მომხდარ სტიქიასთან საბრძოლველად ყველა ზომა მიღებულია

მამუკა ბახტაძემ კახეთში მომხდარი სტიქიასთან დაკავშირებით განაცახადა, რომ მასთან საბრძოლველად მობილიზებულია ტექნიკა და  შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ბახტაძემ განცხადება ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ფორუმზე გააკეთა.
“სტიქიას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ ზოგადად გაზაფხულის პერიოდს ეს ახასიათებს, ჩვენი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები არის სპეციალური სამუშაო ჯგუფი, შტაბი. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას გავართმევთ თავს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, ყვარელში, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე დურუჯი ადიდდა, რის შედეგადაც ვენახები და ნათესები დაიტბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები