პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ 12-ვე პირს პატიმრობა შეეფარდა

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებულ 12-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე არცერთი ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ყველა მათგანი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულსაც არ აღიარებენ.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება გრძელდება და შესაძლოა დანაშაულის ჩამდენ პირთა წრე გაიზარდოს.

ცნობისთვის, დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები