კრემლის განცხადებით, მიუხედავად სამხედრო ოპერაციისა, მოსკოვი დაინტერესებულია უკრაინასთან მოლაპარაკებების გაგრძელებით

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებით ურტყამენ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას, მოსკოვი კვლავ დაინტერესებულია მოლაპარაკებების გაგრძელებით.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე ახორციელებს თავდასხმებს რუსეთზე, ხშირად სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვით.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. როგორც ხედავთ, რუსეთის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებიც გრძელდება, ხშირად მშვიდობიანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვით, რომელსაც კიევის რეჟიმი ასრულებს. რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის დაკისრებული ამოცანები სრულდება“, – თქვა მან.

ჩინოვნიკმა ასევე განმარტა, რომ რუსეთს უკრაინასთან არ მიუღწევია საჰაერო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე შეთანხმებისთვის.

„ასეთი შეთანხმებები არ არის მიღწეული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველაფერი, რაც პოტენციურად შეიძლება განიხილებოდეს მოგვარების გზების ძიებისას, უნდა განიხილებოდეს დისკრეტულად“, – ხაზგასმით აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები