კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთაგან 4 ბავშვია, ხოლო დაშავებულია 52 ადამიანი.
მაშველები ეძებენ ყველას, ვინც შესაძლოა უკრაინის დედაქალაქში ნანგრევებში იყოს მოყოლილი.